საფეხბურთო კლუბი ჩელსი (Chelsea Football Club აგრეთვე ცნობილი მეტსახელებით -ლურჯები, პენსიონერები) არის პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი დასავლეთ ლონდონში. გუნდი დაარსდა 1905 წელს, თამაშობს პრემიერლიგაში და ისტორიის უდიდესი ნაწილი გატარებული აქვს ინგლისის უმაღლეს ლიგაში. ჩელსი ინგლისის სამგზის ჩემპიონია, ასოციაციის თასი გუნდს მოგებული აქვს ხუთჯერ, ლიგის თასი ოთხჯერ და უეფას თასების მფლობელთა თასი ორჯერ.
კლუბს პირველი დიდი წარმატება 1955 წელს ჰქონდა, როდესაც გახდა ინგლისის პირველი დივიზიონის ჩემპიონი. 1960-იან და 70-იან წლებში ჩელსიმ შეძლო რამდენიმე თასის მოგება, მაგრამ მოგვიანებით 1997 წლამდე დიდი ხნის მანძილზე კლუბი ვერ ახერხებდა ტიტულის მოგებას. ბოლო დეკადა ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ჩელსის ისტორიაში.