ALL TEXT
შაბათი, 27.04.2024, 09:05



მოგესალმები Гость | RSS
[ მთავარი ] [ ALL TEXT-მთავარი ] [ რეგისტრაცია ] [ შესვლა ]
საიტის მენიუ

კატეგორიები
თამაშები,პროგრამები და სხვა... [20]
ყველფერი ფეხბურთზე [4]
UCOZ ვებ-მასტერებს [13]
Pro Evolution Soccer (Pes) [7]
ვიდეო-გაკვეთილები [0]
სიცილის თერაპია [6]
ბრძნული აზრები [8]
ცნობილი ადამიანების ბიოგრაფია [4]
პროზა და პოეზია [23]
ქართველი მწერლები [1]

ძებნა

ბანერი

რეკლამა

გამოკითხვა
http://scripts-net.ru/raznoe/opros.png
ჩემპიონთა ლიგას მოიგებს:
სულ უპასუხა: 76

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


სტუმარი საიტზე
[ დღეს მოგვინახულეს ]

სიახლეები TOP 10

რეკლამა

ამობეჭდე ეს გვერდი

მთავარი » ფაილები [ მასალის დამატება ]

სულ კატალოგში მასალაა: 86
ნაჩვენებია მასალა: 76-80
გვერდები: « 1 2 ... 14 15 16 17 18 »

გლახის ნაამბობი თავი VI/glaxis naambobi
თუ გული გაქვთ, თქვენვე იგულეთ ეხლა: რა იქნებოდა იმ დედაკაცისათვის ის მადლიანი ნუგეში იმ მადლიან კაცისა! მართალია, მღვდლის ლიტონი სიტყვა უკვდავების წყარო ხომ არ იყო, რომ მკვდარი გაეცოცხლებინა, მაგრამ მაინც კიდევ დიდი საქმეა ისეთი ღვთისნიერი გულშემატკივრობა. „ღვთის ნუგეში დიდიაო”, — სთქვა მღვდელმა. მე რომ ვნახე, არც კაცისა ყოფილა ნაკლები. თქვენ რომ როდისმე გაგჭირებოდათ, მაშინ შეიტყობდით — მწუხარისათვის, იმედგაწყვეტილისათვის ცარიელი სიტყვა, თუ ნამეტნავად იმ სიტყვაში გულის სითბო და სიმართლეც ურევია,
სრულად » ნახვები: 997/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: ილია ჭავჭავაძე
გლახის ნაამბობი თავი V/glaxis naambobi
თქმა აღარ უნდა, რომ მეორე დილით, რაკი ჩემი საქმე გავათავე, გულმა მღვდლისაკენ გამიწია. მე გლახუკას გამოვკითხე მღვდლის სახლი და მარტოკა წავედი. შევაღე დაბალი ქუჩის კარი. დერეფანში ერთი უბრალო ტახტი დამხვდა, ზედ ისხდნენ შვიდიოდე პატარა ბიჭები. შუაში თავმოხდილი იჯდა ჩვენი მღვდელი. ზოგს აწერინებდა, ზოგს აკითხებდა. იქით, პატარა მოშორებით, ვიღაც დედაბერი კედლის პატარა ბუხრის წინ ქვაბებს დასტრიალებდა. თვალი შემასწრო თუ არა, მღვდელმა გამიღიმა: ოჰ, გაბრიელს გაუმარჯოს, — დამიძახა მაშინვე. 
სრულად » ნახვები: 960/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: ილია ჭავჭავაძე
გლახის ნაამბობი თავი IV/glaxis naambobi
პასუხის თქმა აღარ დამაცალა, წამოდგა და წავიდა საყდრისაკენ. მეც თან ავედევნე. მივედით. ის მღვდელი შუაში იდგა, ხალხი ბუზსავით ირევოდა იმის გარშემო. ზოგს ის ელაპარაკებოდა, ზოგიც დაუზარებლად პასუხს აძლევდა, ზოგი გაეხუმრებოდა, ზოგს თითონაც გაუხუმრებდა, და მაშინ უნდა გენახათ გულიანი ხარხარი ერისა.ზოგი კიდევ სულგანაბული შესცქეროდა, თითქო დაჯერებულიაო, იმის პირიდამ ოქრო გადმოვარდება, და შიშობს, ხელიდამ არ წამივიდესო. ბევრი სიკეთე უნდა დაეთესოს კაცსა, რომელსაც ეგრე სიყვარულით გარს არტყია ხალხი! კაციც ის არის, შენი ჭირიმე, და ქუდიც იმასა ჰხურავს. ალბად კაი კაცსაც თაფლი აცხია, რომ დიდი და პატარა ბუზსავით ზედ ეხვევა!.. დედამიწის ზურგს ბევრი არ უტარებია იმისთანა. 
სრულად » ნახვები: 943/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: ილია ჭავჭავაძე
გლახის ნაამბობი თავი III/glaxis naambobi
— მე, სწორედ მოგახსენოთ, — დაიწყო ხელახლად გლახამა, — ჩემს ვინაობას არ გეტყოდი, თუ ჩემი აღსასრული არ მოახლოვებულიყოს. ვიცი — ჩემი დღე დათვლილია. თუმცა ძალიან კი მეძნელება თქმა, მაგრამ რა გაეწყობა? გულში გაიღვიძა კიდევაც ძველებურმა საქმემა და ეხლა რაღა დროს დამალვაა? გინდა ეგ არ იყოს, ეხლა არაფრისა მეშინიან, თუნდა გამცე კიდეც. მე როდესღაც ვფიქრობდი ჩემის ვინაობის დამალვასა, როცა სიცოცხლე ტკბილი იყო ჩემთვისაც, როცა იმედი მქონდა, რომ ქვეყანაზედ მეც, როგორც იქნებოდა, შრომით თუ ოფლით ვიყიდდი ლუკმა პურს
სრულად » ნახვები: 989/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: ილია ჭავჭავაძე
გლახის ნაამბობი თავი II/glaxis naambobi
ჩვენს სოფელს ქვემოდამ ერთი თხუთმეტიოდე ვერსტი რომ გაგევლოთ, კაი სანადირო ადგილები იყო. რა იქ!.. ყველგან, ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში, სადაც — გლეხისა არ იყოს — „ქრისტე ღმერთს თავისი უხვი კალთა დაუბღერტია”, ყველგან კაი ადგილებია. რაც გინდა არის: დაიწყეთ მოხდენილ ირმიდამ და გაათავეთ დარბაისელ გარეულ ღორითა, ან გულისხმიერ დათვითა. ფრინველს ხომ თვლა არ უნდა. მაგრამ, ჩვენ სოფელს ქვემოდამ, რომ ვსთქვი, ის ალაგები მეტად მიყვარდა. კარგად ვიცოდი იმათი ვითარება და შენიშნული, ნათვალევიც მყვანდა იქ ნადირი. ორის-სამის დღით წავიდოდი ხოლმე; როცა დამიღამდებოდა, ავბრუნდებოდი ერთ პატარა სოფელში, სადაც მყვანდა ერთი პატიოსანი გლეხკაცი ნათელ-მირონად. ღამეს იქ გავატარებდი და მეორე დილას, ტრედის-ფრად რომ ინათებდა, დავეშვებოდი თავ-თავქვე სანადიროდ. ორი თვე აღარ ვყოფილვარ იქითკენ, ბოლოს მომინდა წასვლა. ერთ მშვენიერს ზაფხულის დილას ვახსენე ღმერთი, ავიღე ორლულიანი თოფი, დავუძახე ჩემ მეძებარს და წავედი. 
სრულად » ნახვები: 1208/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: ილია ჭავჭავაძე
ჩემი პროფილი
გამარჯობა! Гость

შენ ჩვენთან ხარ: დღე

მონაცემების შეცვლა
ჩემი პროფილი
პმ ()
გამოსვლა


Block title

ავტორიზაცია

ALL TEXT

ბანერი

ამინდი

facebook

რეკლამა

Share

საინტერესოა:

საჭირო პროგრამები










LivescoreLivescore
ALL TEXT © 2024