ALL TEXT
შაბათი, 20.04.2024, 15:23



მოგესალმები Гость | RSS
[ მთავარი ] [ ALL TEXT-მთავარი ] [ რეგისტრაცია ] [ შესვლა ]
საიტის მენიუ

კატეგორიები
ილია ჭავჭავაძე [12]
აკაკი წერეთელი [10]
ვაჟა [1]

ძებნა

ბანერი

რეკლამა

გამოკითხვა
http://scripts-net.ru/raznoe/opros.png
ჩემპიონთა ლიგას მოიგებს:
სულ უპასუხა: 76

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


სტუმარი საიტზე
[ დღეს მოგვინახულეს ]

სიახლეები TOP 10

რეკლამა

ამობეჭდე ეს გვერდი

მთავარი » ფაილები » პროზა და პოეზია [ მასალის დამატება ]

მასალების განყოფილებაში: 23
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1 2 3 »

ვაჟა-ფშაველას
ენას გიწუნებ, ფშაველო, 

მგოსანო მაღალ მთისაო, 

თუმც კი გვითესავ მარგალიტს!.. 

მკითხველიც იმას მკისაო! 


ჯერ არ ვყოფილვარ ფშავეთში, 

მაგრამ კი ვიცნობ ცნობითა; 

შენ დამიხატე ის მხარე 

ფშაურის ჭკუა-გრძნობითა. 
სრულად » ნახვები: 1147/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: აკაკი წერეთელი
ციცინათელა
ჩემო ციცინათელა! 

რად მიჰფრენ ნელა-ნელა? 

შენმა შორით ნათებამ 

დამწვა და დამანელა! 


ანათებ და კარგი ხარ, 

მე თუმც არას მარგიხარ! 

ჩემი იყო, ის მინდა, 

შენ კი სხვისი ბარგი ხარ! 
სრულად » ნახვები: 1220/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: აკაკი წერეთელი
ხალხური
მინდვრად ეგდო თეთრი ქვა, 

დავკარ ხელი, თან ამყვა... 

ქალო, შენი სიყვარული, 

სადაც წაველ, თან წამყვა. 


ქვა უბეში ჩავიდევი, 

დამამძიმა, დამძალა!.. 

ქალო, შენი სიყვარული 

გამწარდა, ვით სამსალა. 
სრულად » ნახვები: 1043/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: აკაკი წერეთელი
ხატის წინ
მიყვარს, როდესაც ხატის წინ 

ანთია წმინდა სანთელი 

და საიდუმლო პარპალით 

ბნელს ფანტავს მისი ნათელი. 


მყუდროდ, უხმოდ და უძრავად 

დნება, ვით მსხვერპლი დიადი, 

რომ მადლით გაასპეტაკოს, 
სრულად » ნახვები: 1061/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: აკაკი წერეთელი
დათუნა გოცირიძე (ძველებური ამბავი)
რაჭველი აზნაური დათუნა გოციძიძე მის დროში განთქმული ვაჟკაცი იყო მთელ იმერეთში. ხმალს უქებდნენ და პირველობაც აგვირგვინებდა. სანამ საყვარელი დისწული, მისივე გაზრდილი, ივანე კვიტაშვილი არ წამოეზარდა. სახელოვანი მოწაფე გვერდში ამოუდგა სახელოვან მოძღვარს... რაღა სჯობია ამ ნეტარებას?!.. მაგრამ ტყუილად კი არ არის ნათქვამი: „ჩამავალი მზე ამომავალ მზეს განზე უყურებსო". თავმოყვარეობის სიხარბემ შური შეაპარა ორივეს და მათი გმირული ზენა-მოყვრობა საქვეყნო მტერ-მოყვრობად შეიცვალა. მაგრამ მაინც მათი ცალ-ყბა მეგობრობა სხვების ორ-ფეხ მოყვრობაზე უკეთესი იყო, სანამ ყმაწვილურმა, აშვებულმა თავხედობამ ხმალი არ შეურცხვინა დამჯდარ, დინჯ მოხუცებულობას.
სრულად » ნახვები: 1121/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: აკაკი წერეთელი
მამალი რას ყივის (ხალხური)
ქვეყნის სიბრალულით გულავსებული მაცხოვარი მიბრძანდა ერთხელ ტბის პირად და მეთევზეები ნახა: ზოგი ახალ ბადესა ქსოვდა, ზოგი ძველს აკერებდა და ზოგიც მხარ-თეძოს იყო წამოწოლილი კიდეზე. გუნებაზე ვერ იყვნენ: მთელი ღამე ენადირათ და ვერა ეშოვათ რა! ხელი გადგომოდათ!.. - შეებრალა საწყლები ქრისტე-ღმერთს და ერთ მათგანს უბრძანა: „სვიმონ-პეტრე! ადე ზეზე, ეგ შენი ნავი ნაპირზე მოაყენე, ჩავჯდეთ და ტბაში შევცუროთო". მეთევზეს გაუკვირდა და ჰკითხა: „პირველადა ვხედავთ ერთმანეთს და რა იცი, რომ მე სვიმონი მქვიაო?" - „მაგას რა დიდი ცოდნა უნდაო?.. შენ სვიმონი გქვია და მამაშენს ივანეო... პეტრე კი მე დაგიძახე მეტსახელად, რადგანაც სიტყვა „პეტრე" ქვას ნიშნავს და შენც ქვასავით მაგარი ხასიათის კაცი ხარო!" შუაში რომ მივიდნენ, შეაჩერა ნავი და უბრძანა: „აბა აქ დაჰკარით ბადეო!" - „რა ბრძანებააო, - უპასუხა მეთევზემ, - წუხელი აქ არ გახლდითო?.. 
სრულად » ნახვები: 1329/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: აკაკი წერეთელი
პატრიოტის აღსარება
ვინ სთქვა, რომ მე, პატრიოტი არა ვარ? მიუქარავს!.. ეტყობა, ან სადილობამდის მოთრეულა ჩემთან და ან ნასადილევს მოხეტებულა... უდროოდ უვლია!.. აბა, თქვენი ჭირიმე, სადილობამდის, როცა მუცელი ცარიელია, ვისა სცალიან საპატრიოტოდ და ან ნასადილევს, კუჭდამძიმებულზე, რაღა დროს პატრიოტობაა?! 

არა... იმ დროს მობრძანდეს, როდესაც მე, მამა-პაპურად ფეხმორთხმულს, წინ მიფენია ქართული სუფრა მაისის სასადილო სამკაულებით: ცხელ-ცხელი პურები, ცივი ღვინო, აქა-იქ ახირებულად მიყრილ-მოყრილი მწვანილი, ახალი თევზი, მოთალი, ზედ ტარხუნით თავწახურული, საიდამაც ის შეჩვენებული ძროხის მოსაკითხი ისე გამოიყურება, თითქოს პირს სიცილით ეუბნებოდეს: „გამიღე კარები, კბილები მიჩვენეო" და იმავ დროს მოშუღლული ტარხუნაც ზევიდან დასჩურჩულებდეს: „სად მიდიხარ? ვერ გაგიშვებ! იქაც ქვეშ უნდა მოგიქციო და თავზე დაგაწვეო! სადაც ჩახვალ, მეც მაშინვე იქა ვარო" და სხვა. აი დრო, როდესაც ჩემს გულში იღვიძებს პატრიოტული გრძნობა და ჩემი ნაციონალურ
სრულად » ნახვები: 1000/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: აკაკი წერეთელი
მესარკე
სამართლის მოყვარე ხელმწიფეს, სხვათა შორის, ერთს საწყალ კაცზედ ბევრი საჩივარი შემოდიოდა; დღე არ გავიდოდა, ათი საჩივარი არ შემოსვლოდა, მაგრამ სულ ქალებისაგან იყო შემოტანილი. დიდხანს ითმინა ხელმწიფემ და ბოლოს იფიქრა, რომ ის კაცი, ვიღაცა არის, სწორედ საძაგელი კაცი ყოფილა, თორემ ქვეყანა ასე როგორ გადაემტერებოდაო. დაიბარა ერთი დღისათვის მომჩივრებიც და მოპასუხეც. მოიყარეს თავი მომჩივრებმა, მაგრამ სულ ქალებმა, სულ ქალებმა! ასეს რომ ათასზე მეტი მოგროვდა და ყველა ერთხმად ევედრებოდა ხელმწიფეს იმ კაცის ჩამოხრჩობას.

ხელმწიფე თითქმის კინაღამ ნებაზე დაიყოლიეს, მაგრამ მოპასუხემ იმართლა თავი და მოახსენა ხელმწიფეს:
სრულად » ნახვები: 1720/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: აკაკი წერეთელი
ყვითელი სანთელი
მოდით, მოდით, მოდით, მოდით, მობ-ძან-დით, მობ-ძან-დით... მოდით, მოდით, მობ-ძან-დით!.. გაიძახოდნენ პატარა ზარები და შიგა და შიგ დიდიც ჩაერეოდა ხოლმე. საყდარში რომ ტევა აღარ იყო, გალავანში იდგნენ მლოცველები; საკურთხევლიდან თავი გამოყო მღვდელმა და ხელი დაუქნია დიაკონს. „რატომ მეორე ლანგარიც არ დაგიდგამს?" - ჰკითხა ბრძანების ხმით.

- ნეტავ ის ერთი გაივსებოდეს და დავჯერდეთ! - მიუგო დიაკონმა.

- მაშ ტყუილა მოვიწყვიტე წელი წირვა-ლოცვით? ხომ ხედავ, რომ მარტო ჩვენები არ არიან, მაზიარებლები უცხოებიც არიან, ცოდვა უნდათ მოინანიონ, ამისთანა დროს მაგათი ადათია ჯიბის ძალის დატანება, როცა აქვსთ, არ დაზოგავენ... ჰა, წაიღე, დადგი ეს ვერცხლის ლანგარიც.
სრულად » ნახვები: 1132/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: აკაკი წერეთელი
საახალწლო მოთხრობა
მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, რა გულის ფანცქალით ვნატრობდი წინა-ღამე ახალის წლისა მალე გათენდეს-მეთქი. მე მახსოვს ეს წინა-ღამე, ეს წინა-ღამე ახალის წლისა ჩვენს პატარა სოფელში, საცა ბღარტებსავით გარს ვეხვიენით დედ-მამას ორნი დანი და სამნი ძმანი. იმ დღეს ჩვენთვის აღარც კაკანათი იყო, აღარც თოვლის გუნდა, აღარც თოვლში ხტომა და სირბილი. თვალი და გული ხვალისაკენ მიგვირბოდა, ხვალეს ველოდით, ხვალე გვახსოვდა, ხვალეს ვნატრობდით. გარეთ რა გვინდოდა, როცა შინ იმოდენა ხილ-ხული და ტკბილეულობა გვეგულებოდა. შინ ოთახებში
სრულად » ნახვები: 1548/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: ილია ჭავჭავაძე
1-10 11-20 21-23
ჩემი პროფილი
გამარჯობა! Гость

შენ ჩვენთან ხარ: დღე

მონაცემების შეცვლა
ჩემი პროფილი
პმ ()
გამოსვლა


Block title

ავტორიზაცია

ALL TEXT

ბანერი

ამინდი

facebook

რეკლამა

Share

საინტერესოა:

საჭირო პროგრამები










LivescoreLivescore
ALL TEXT © 2024