ALL TEXT
პარასკევი, 03.05.2024, 22:29



მოგესალმები Гость | RSS
[ მთავარი ] [ ALL TEXT-მთავარი ] [ რეგისტრაცია ] [ შესვლა ]
საიტის მენიუ

კატეგორიები
ილია ჭავჭავაძე [12]
აკაკი წერეთელი [10]
ვაჟა [1]

ძებნა

ბანერი

რეკლამა

გამოკითხვა
http://scripts-net.ru/raznoe/opros.png
ჩემპიონთა ლიგას მოიგებს:
სულ უპასუხა: 76

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


სტუმარი საიტზე
[ დღეს მოგვინახულეს ]

სიახლეები TOP 10

რეკლამა

ამობეჭდე ეს გვერდი

მთავარი » ფაილები » პროზა და პოეზია » ილია ჭავჭავაძე [ მასალის დამატება ]

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 12
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1 2 »

დალაგება: თარიღით
გლახის ნაამბობი თავი II/glaxis naambobi
ჩვენს სოფელს ქვემოდამ ერთი თხუთმეტიოდე ვერსტი რომ გაგევლოთ, კაი სანადირო ადგილები იყო. რა იქ!.. ყველგან, ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში, სადაც — გლეხისა არ იყოს — „ქრისტე ღმერთს თავისი უხვი კალთა დაუბღერტია”, ყველგან კაი ადგილებია. რაც გინდა არის: დაიწყეთ მოხდენილ ირმიდამ და გაათავეთ დარბაისელ გარეულ ღორითა, ან გულისხმიერ დათვითა. ფრინველს ხომ თვლა არ უნდა. მაგრამ, ჩვენ სოფელს ქვემოდამ, რომ ვსთქვი, ის ალაგები მეტად მიყვარდა. კარგად ვიცოდი იმათი ვითარება და შენიშნული, ნათვალევიც მყვანდა იქ ნადირი. ორის-სამის დღით წავიდოდი ხოლმე; როცა დამიღამდებოდა, ავბრუნდებოდი ერთ პატარა სოფელში, სადაც მყვანდა ერთი პატიოსანი გლეხკაცი ნათელ-მირონად. ღამეს იქ გავატარებდი და მეორე დილას, ტრედის-ფრად რომ ინათებდა, დავეშვებოდი თავ-თავქვე სანადიროდ. ორი თვე აღარ ვყოფილვარ იქითკენ, ბოლოს მომინდა წასვლა. ერთ მშვენიერს ზაფხულის დილას ვახსენე ღმერთი, ავიღე ორლულიანი თოფი, დავუძახე ჩემ მეძებარს და წავედი. 
სრულად » ნახვები: 1210/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: ილია ჭავჭავაძე
საახალწლო მოთხრობა
მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, რა გულის ფანცქალით ვნატრობდი წინა-ღამე ახალის წლისა მალე გათენდეს-მეთქი. მე მახსოვს ეს წინა-ღამე, ეს წინა-ღამე ახალის წლისა ჩვენს პატარა სოფელში, საცა ბღარტებსავით გარს ვეხვიენით დედ-მამას ორნი დანი და სამნი ძმანი. იმ დღეს ჩვენთვის აღარც კაკანათი იყო, აღარც თოვლის გუნდა, აღარც თოვლში ხტომა და სირბილი. თვალი და გული ხვალისაკენ მიგვირბოდა, ხვალეს ველოდით, ხვალე გვახსოვდა, ხვალეს ვნატრობდით. გარეთ რა გვინდოდა, როცა შინ იმოდენა ხილ-ხული და ტკბილეულობა გვეგულებოდა. შინ ოთახებში
სრულად » ნახვები: 1550/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: ილია ჭავჭავაძე
გლახის ნაამბობი თავი XI-XII/glaxis naambobi
გაბოროტებული, გულდამწვარი, გულჩათუთქული მოვაჯექ ცხენსა და დავეშვი იმ მთიდამ უგზო-უკვლოდ. გზა-და-გზა სულ საწყალი პეპიას უბოროტო სიკვდილი მელანდებოდა და იმისი მადლიანი თქმულობა მაგონდებოდა. ნაღველი უფრო გამიმწარდა, მაგრამ სიარულმა თავისი ქნა, ნაღველი თან-და-თან გამიქარწყლა, გული ამღვრეული დამიწმინდა, გონება დამიდინჯა და მე სრულიად დავწყნარდი და დავმშვიდდი. იქნება ეგრე დაწყნარებულს და ჯავრგადაყრილს კიდევ ბევრი გზა გამევლო, თუ რომ პეპიასათვის მიცემული ფიცი ხელახლად არ მომგონებოდა. კაცის-კვლის ფიცი იყო! ტანში შემაჟრჟოლა და ფერი მეცვალა. ბედმა იქამდინაც მიმიყვანა-მეთქი, — ვამბობდი გულში, — რომ კაციც უნდა მომაკვლევინოს. დაილოცა, ღმერთო, შენი სამართალი!.. მე, გაბრიელს, კაცის-კვლის ცოდვა უნდა დამდებოდა?! მე კაცის სისხლში უნდა გამესვარა ხელი?! 
სრულად » ნახვები: 975/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: ილია ჭავჭავაძე
გლახის ნაამბობი თავი X/glaxis naambobi
შვიდმა თუ რვა თვემ კიდევ გაიარა და ბოლოს მითხრეს, რომ შენი გაგზავნის დრო მოვიდაო. აქამდინ მე სულელი კიდევ რაღასაც ველოდი: მეგონა ღვთის სამართალი კიდევ გაიღვიძებს-მეთქი და მართალს გამამართლებენ. ამაშიაც მოვსტყუვდი. 

შემხსნეს ძველი ბორკილი, გამიკეთეს ახალი, უფრო მაგარი და სატუსაღოს გალავანში გამომიყვანეს. გაზაფხულის პირი იყო. 

გალავანში თხუთმეტიოდ სამგზავროდ გამზადებული სალდათი მწკრივად იდგა. გამოიყვანეს სხვა ოთახებიდამ სხვა ტუსაღებიცა. მე გარინდებული ვიყავ და ისე უგულოდ ვუყურებდი თითო-თითოდ გამომავალს ტუსაღებსა. ბოლოს ორი თათარი გამოიყვანეს და იმათ უკან მოსდევდა ბორკილის ჩხარა-ჩხურით ერთი ტანში მოკაკული, დროული გრძელ-თეთრ-წვერა ტუსაღი: თავი ჩაეღუნა და მზეს არ უყურებდა, თითქო მზეცა და ქვეყანაცა იმისთვის აღარ იყო. დავაკვირვე თვალი და, ვაი იმის მნახავს! — პეპია ვიცანი. მე აქამდის იმის იქ ყოფნა არ ვიცოდი. პეპია იყო, მაგრამ რა პეპია!.. ვეღარ იცნობდი, ისე მომკვდარიყო და გამოცვლილიყო!.. 
სრულად » ნახვები: 1228/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: ილია ჭავჭავაძე
გლახის ნაამბობი თავი IX/glaxis naambobi
იმ ბედნიერს ღამეს ჩემს თვალს ძილი არ მიჰკარებია: ლხინსაც ჭირსავით ძილის გაფრთხობა სცოდნია. 

ირიჟრაჟა თუ არა, მეც ფეხზედ ვიდეგ. წუხანდელი ღამის მადლი ისევ გულში ტრიალებდა. შევხაროდი იმ რიჟრაჟ დილას, იმ ლურჯ ცასა, იმ ნამით პირდაბანილს დედამიწასა და მე მეგონა, რომ ცაც და ქვეყანაც მე შემომხარიან. ქვეყანაზედ მე, თამრო და პეპია რომ მაშინ მარტო ვყოფილიყავით, სამოთხე სანატრელი აღარ იქნებოდა. მაგრამ ჩვენ გარდა კიდევ ბევრნი იყვნენ და იმ ბევრში ჩვენი ბატონი დათიკოცა, რომელმაც გიტოს უთხრა: მე და გაბრიელ მოვრიგდებითო. მომაგონდა ეს სიტყვები და სამოთხე ჩემი თვალის დახამხამების უმალ ჯოჯოხეთად გადამექცა: 
სრულად » ნახვები: 1026/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: ილია ჭავჭავაძე
გლახის ნაამბობი თავი VIII/glaxis naambobi
რთხელ კვირა-დღე იყო, დათიკო წირვაზედ წავიდა და იქიდამ ვიღასაც სადილად მიეწვია. მეც ავიღე თავი, პეპიას ბაღჩას ავუარე. გადავიხედე, კაკლის ჩრდილ-ქვეშ თამრო დავინახე, მწვანე ბალახზედ წამოწოლილი. ვიშვირე ფეხი და გადავხტი ღობეზედ. ის ცოტად შეკრთა და, რომ დამინახა მე ვარ, დაშოშმანდა. მე და ის დიდი ხანია ეგრე ჩუმად ვინახულებდით ხოლმე ერთმანეთსა, მაგრამ, ღმერთია მოწამე, კოცნასაც ვერ ვუბედავდი. 

— შენა ხარ? — მკითხა იმან, როცა მიველ და წამოვუწექ წინ
სრულად » ნახვები: 939/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: ილია ჭავჭავაძე
გლახის ნაამბობი თავი VII/glaxis naambobi
მე იმ მღვდელზედ სიტყვა ძალიან გაგიგრძელე, ბატონო, და ყბედობაში ნუ ჩამომართმევთ. ორიოდე ნათელი დღე მე იმასთან გამიტარებია, გონებისა და ადამიანობის თვალი, — ავად თუ კარგად, — იმასთან ამიხილებია. ჩემის ბნელის ცხოვრების გზაზედ იმის მეტი ვარსკვლავი არ ამოსულა, — და ამ უპირო ქვეყანამ სხვა ნურა დამაყვედროს-რა. ამიტომ მიყვარს მე იმ მღვდელზედ ლაპარაკი, როცა კი ვლაპარაკობ ხოლმე, სული ისევ სულობს, როცა იმას ვახსენებ. დამიჯერეთ, რომ მე იმის ხსენებაზედ ამ ქვეყნად კიდევ მადლი ღვთისა მწამს, კიდევ მგონია, რომ ეს ქვეყანა შესაფერია და ამ ქვეყანასთან ძაფი არ გამწყდომია. დალოცა ღმერთმა ის კაცად-კაცი!.. 
სრულად » ნახვები: 916/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: ილია ჭავჭავაძე
გლახის ნაამბობი თავი VI/glaxis naambobi
თუ გული გაქვთ, თქვენვე იგულეთ ეხლა: რა იქნებოდა იმ დედაკაცისათვის ის მადლიანი ნუგეში იმ მადლიან კაცისა! მართალია, მღვდლის ლიტონი სიტყვა უკვდავების წყარო ხომ არ იყო, რომ მკვდარი გაეცოცხლებინა, მაგრამ მაინც კიდევ დიდი საქმეა ისეთი ღვთისნიერი გულშემატკივრობა. „ღვთის ნუგეში დიდიაო”, — სთქვა მღვდელმა. მე რომ ვნახე, არც კაცისა ყოფილა ნაკლები. თქვენ რომ როდისმე გაგჭირებოდათ, მაშინ შეიტყობდით — მწუხარისათვის, იმედგაწყვეტილისათვის ცარიელი სიტყვა, თუ ნამეტნავად იმ სიტყვაში გულის სითბო და სიმართლეც ურევია,
სრულად » ნახვები: 998/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: ილია ჭავჭავაძე
გლახის ნაამბობი თავი V/glaxis naambobi
თქმა აღარ უნდა, რომ მეორე დილით, რაკი ჩემი საქმე გავათავე, გულმა მღვდლისაკენ გამიწია. მე გლახუკას გამოვკითხე მღვდლის სახლი და მარტოკა წავედი. შევაღე დაბალი ქუჩის კარი. დერეფანში ერთი უბრალო ტახტი დამხვდა, ზედ ისხდნენ შვიდიოდე პატარა ბიჭები. შუაში თავმოხდილი იჯდა ჩვენი მღვდელი. ზოგს აწერინებდა, ზოგს აკითხებდა. იქით, პატარა მოშორებით, ვიღაც დედაბერი კედლის პატარა ბუხრის წინ ქვაბებს დასტრიალებდა. თვალი შემასწრო თუ არა, მღვდელმა გამიღიმა: ოჰ, გაბრიელს გაუმარჯოს, — დამიძახა მაშინვე. 
სრულად » ნახვები: 961/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: ილია ჭავჭავაძე
გლახის ნაამბობი თავი IV/glaxis naambobi
პასუხის თქმა აღარ დამაცალა, წამოდგა და წავიდა საყდრისაკენ. მეც თან ავედევნე. მივედით. ის მღვდელი შუაში იდგა, ხალხი ბუზსავით ირევოდა იმის გარშემო. ზოგს ის ელაპარაკებოდა, ზოგიც დაუზარებლად პასუხს აძლევდა, ზოგი გაეხუმრებოდა, ზოგს თითონაც გაუხუმრებდა, და მაშინ უნდა გენახათ გულიანი ხარხარი ერისა.ზოგი კიდევ სულგანაბული შესცქეროდა, თითქო დაჯერებულიაო, იმის პირიდამ ოქრო გადმოვარდება, და შიშობს, ხელიდამ არ წამივიდესო. ბევრი სიკეთე უნდა დაეთესოს კაცსა, რომელსაც ეგრე სიყვარულით გარს არტყია ხალხი! კაციც ის არის, შენი ჭირიმე, და ქუდიც იმასა ჰხურავს. ალბად კაი კაცსაც თაფლი აცხია, რომ დიდი და პატარა ბუზსავით ზედ ეხვევა!.. დედამიწის ზურგს ბევრი არ უტარებია იმისთანა. 
სრულად » ნახვები: 944/0 ავტორი: ADMIN კატეგორია: ილია ჭავჭავაძე
1-10 11-12
ჩემი პროფილი
გამარჯობა! Гость

შენ ჩვენთან ხარ: დღე

მონაცემების შეცვლა
ჩემი პროფილი
პმ ()
გამოსვლა


Block title

ავტორიზაცია

ALL TEXT

ბანერი

ამინდი

facebook

რეკლამა

Share

საინტერესოა:

საჭირო პროგრამები










LivescoreLivescore
ALL TEXT © 2024