ბანერი |
 |
რეკლამა |
 |
რეკლამა |
 |
|
 | |  |
|
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 12 ნაჩვენებია მასალა: 11-12 |
გვერდები: « 1 2 |
დალაგება:
თარიღით
— მე, სწორედ მოგახსენოთ, — დაიწყო ხელახლად გლახამა, — ჩემს ვინაობას არ გეტყოდი, თუ ჩემი აღსასრული არ მოახლოვებულიყოს. ვიცი — ჩემი დღე დათვლილია. თუმცა ძალიან კი მეძნელება თქმა, მაგრამ რა გაეწყობა? გულში გაიღვიძა კიდევაც ძველებურმა საქმემა და ეხლა რაღა დროს დამალვაა? გინდა ეგ არ იყოს, ეხლა არაფრისა მეშინიან, თუნდა გამცე კიდეც. მე როდესღაც ვფიქრობდი ჩემის ვინაობის დამალვასა, როცა სიცოცხლე ტკბილი იყო ჩემთვისაც, როცა იმედი მქონდა, რომ ქვეყანაზედ მეც, როგორც იქნებოდა, შრომით თუ ოფლით ვიყიდდი ლუკმა პურს | | მე, სწორედ, ნადირობის ტრფიალს რომ იტყვინ, ისა ვარ. საკვირველად მიყვარს დაბურულს, ხმაგაკმენდილ ტყეში ხის ძირას ჯდომა და მილეულის გულის-ცემით ლოდინი ნათვალევის ნადირისა. არის რაღაცა მოუწყინარი სიამოვნება ამ ხალისიან გართვაშია. თუ გნებავთ, ამასაც კი ვიტყვი, რომ ნადირობა ცოდვაა: ყოველი სულიერი ღვთის დანაბადია, ყველას აქვს თანასწორი ნება ამ თვალუწდომელ ქვეყანაში ცხოვრებისა, მაგრამ რა გაეწყობა?.. ტყუილად კი არ გვარწმუნებს ჩვენი საღმრთო წერილი, რომ პირველი სისხლი უბოროტო ქვეყანაზედ კაცმა კაცისა დაანთხიაო. კაცი მოსისხლეა, მეც კაცთაგანი ვარ. ბევრჯერ მინახავს ირემი დამფრთხალი ძაღლისაგან, ბევრჯერ მინახავს და ბევრჯერ გაუტაცნია ჩემი გონება მის თავისუფალს სილამაზესა. | |
| |
 | |  |
|
ბანერი |
 |
რეკლამა |
 |
|